მოძრაობა

"ბიძინა, შედი ბუტკაში"- აქტივისტები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

მთავარი

"ბიძინა, შედი ბუტკაში"- ამ ლოზუნგით აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ. მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ივანიშვილის სახლთან სიმბოლურად ჯიხურის ფორმის მუყაოს ყუთი მიიტანეს.   

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც. 

მანამდე, მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, წყლით სავსე ტაშტი მიუტანეს. აქტივისტების თქმით, თალაკვაძემ კომოს ტბაზე დასვენება ვერ მოასწრო და მოუწოდეს, სანაცვლოდ ტაშტში ებანავა და გარუჯულიყო.  

21 ნოემბერს ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალეს 3 წევრი დააკავეს. გუშინ, 22 ნოემბერს, დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი პროცესი დღეს, 23 ნოემბერს ჩაინიშნა.  

როგორც "შეცვალეს" აქტივისტები ამბობენ, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.

კომენტარები