მოძრაობა

ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დაკავებული 3 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

Interpressnews

ქართული ოცნების ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი აქტივისტი, ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 25 ნოემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.  

ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრები გუშინ, 21 ნოემბერს დააკავეს. დაპირისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს გადაადგილების საშუალება არ მისცა.

აქტივისტები 166-ე, ხულიგნობისა და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

კომენტარები