გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 68 ათასი ევრო მიიღო, ვერ აითვისა და უკან დააბრუნა

netgazeti

გორის მუნიციპალიტეტის 2017-18 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის თანახმად, 2017 წელს პოლონეთიდან გორის მუნიციპალიტეტმა 68 354 ათასი ევროს რაოდენობის გრანტი მიიღო, საგრანტო ვალდებულებები ვერ შეასრულა და თანხა უკან დააბრუნა.

გრანტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტს სოფელ ტინისხიდში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა უნდა მოეხდინა.

საბოლოოდ, ხელშეკრულების გაფორმებისას კანონმდებლობის დარღვევის გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო გრანტის ათვისება.

2017 წელს მუნიციპალიტეტს ჩაერიცხა თანხა, მოხდა მისი კონვერტაცია ლარში, გამოცხადდა ტენდერიც, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებისას შექმნილი ხარვეზების გამოსწორებას დრო დასჭირდა, რის გამოც პროექტის შესრულება ვეღარ მოესწრო საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.

შედეგად, პოლონურმა მხარემ თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი თქვა, მუნიციპალიტეტმა კი ჩარიცხული თანხა პოლონურ მხარეს უკან დაუბრუნა. გადარიცხვაში ბიუჯეტიდან 10.2 ლარი დაიხარჯა.

 

 

კომენტარები