ევროპული საქართველო

ბოკერია: არ მიყვარს პროგნოზები, მით უფრო ისეთ პარანორმალურ მოვლენასთან, როგორიც ივანიშვილია

არ მიყვარს პროგნოზები იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება, რომ შეცდე, მითუმეტეს როდესაც იმ ტიპის პარანორმალურ მოვლენასთან გაქვს საქმე, როგორიც ბიძინა ივანიშვილია პერსონალურად და მისი გარემოცვა. რაციონალური პროგნოზები უმადური საქმეა ნამდვილად, თუმცა დიდი პრობლემები ექნებათ ჩვენი ქვეყნის გარეთ ივანიშვილს პერსონალურად და მის ხელისუფლებას, უახლოეს კვირებში, ყველგან ევროპაში და ქვეყნის შიგნით ეს პრობლემები, რაც მათთვის პრობლემაა და არის საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინება, გაგრძელდება და გაღრმავდება.

ამიტომ, თეორიულად არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ რაღაც პირადი ინსტინქტი ეყოს ივანიშვილს მისი პირადი ბედიდან გამომდინარე, მისი პირადი ინტერესიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ დააბრუნოს ეს ყველაფერი და ე.წ გერმანული მოდელი, რომელიც ადაპტირებულია ჩვენს კონსტიტუციასთან, არის სწრაფი გზა ამ სიტუაციის განმუხტვისკენ 

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა, სადაც მას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა, და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე დაუსვეს კითხვა

კომენტარები