ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

ძიძიგური: თავის მთავარ მონაპოვარს, პოლიტიკურ სტაბილურობას, ოცნებამ თავად შეუქმნა საფრთხე

მე არ ვაპირებ ახლა ქართული ოცნების გინების დაწყებას ან ქართული ოცნების ოპონირებას. მე ვამბობ ძალიან მკაფიოდ - ასეთი ტიპის გადაწყვეტილება და ასეთი თამაშის წესი ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, არც თავის სამართლებელი არაფერი მჭირს ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. ისე, რომ 8 წლის განმავლობაში ოცნებასთან ერთად ვიყავით კონსერვატორები და ბევრ გადაწყვეტილებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის და ეს მხოლდო მეამაყება, მე ამას არ ვემიჯნები და პირიქით, ეს 8 წელიწადი ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასეთ თამაშის წესებს არ მივიღებ, გამორიცხულია. 

ოცნების მთავარი მონაპოვარი, რაც იყო და დღესაც არის, ესაა პოლიტიკური სტაბილურობა და ამ პოლიტიკურ სტაბილურობას თავად ოცნებამ შეუქმნა საფრთხე და რატომ, რაში სჭირდებოდა, ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაა

ზვიად ძიძიგურმა ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მან ქართული ოცნების უმრავლესობა და ვიცესპიკერის პოსტი დატოვა

კომენტარები