ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები

ძიძიგური ოცნებიდან გასვლაზე: რადგან სულ სხვა თამაშის წესი შემოგვთავაზეს, ჩვენ უარი ვთქვით

თანამდებობის დატოვება, კაბინეტის დატოვება და ა.შ. ეს არ არის რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი თემა. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ ჩვენ სხვაგვარ თამაშის წესებზე ვიყავით შეთანხმებულები.

8 წლის განმავლობაში ვიყავი მე ოცნებაში და ზურგს უკან არ შეგვიცვლია არასდროს გადაწყვეტილებები. ამიტომ, ვინაიდან შემოგვთავაზეს სრულიად სხვაგვარი თამაშის წესი, ჩვენ უარი ვთქვით, არამხოლოდ კონსერვატორებმა, არამედ სხვებმაც, ჩემმა კოლეგებმა, რომლებსაც ასევე მინდა, რომ პატივისცემა დავუდასტურო და ვთქვა, რომ მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ისევე - როგორც ჩვენი გადაწყვეტილება

ზვიად ძიძიგურმა ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მან ქართული ოცნების უმრავლესობა და ვიცესპიკერის პოსტი დატოვა

კომენტარები