პროპორციული სისტემა

წულუკიანი პიკეტის სპეცრაზმით მოხსნაზე: ეს იყო მაღალი კლასის ოპერაცია, მადლობა შსს-ს

ჩვენს ქვეყანაში სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი ექნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცეპრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტის სპეცრაზმის საშუალებით მოხსნაზე.

კომენტარები