ტყის ხანძარი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, იოსებ ჭელიძის თქმით, ​მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა არსებობდა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი.

"მესტიის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - თქვა იოსებ ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 18 მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება ხანძრის დანარჩენ კერებს:

  • ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები