სირია-ისრაელი

ისრაელმა სირიაში ასადის და მისი მოკავშირე ირანული ძალების ათობით პოზიცია დაბომბა

AFP

ისრაელმა სირიაში მთავრობის და მათი მოკავშირე ირანული ძალების ათობით სამიზნე დაბომბა.

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით ეს პასუხი იყო ირანის სამხედრო დანაყოფების მიერ ისრეალის მიმართულებით გასროლილ რაკეტებზე. ისრაელმა 4 რაკეტა ჩამოაგდო. ისინი სირიიდან ჩრდიელოთ ისრაელის მიმართულებით გუშინ გაისროლეს.

ისრაელმა პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმს დააკისრა.

სირიის განცხადებით მათმა საჰაერო თავდაცვამ დამასკოს თავზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მათი თქმით თავდასხმა ლიბანის და პალესტინის ტერიტორიიდან მოხდა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის თქმით საჰაერო დარტყმების შედეგად 11 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის 7 უცხოელი. მათივე ინფორმაციით რაკეტები დამასკოსთან მდებარე სამხედრო აეროპორტს და სხვა სამიზნეებს მოხვდა.

რუსეთმა ისრაელის საჰაერო თავდასხმა დაგმო.

ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც ისრეალი სირიაში ასადის რეჟიმის და ირანის ძალებზე თავდასხმას ახორციელებს. 2011 წელს ქვეყანაში არეულობის დაწყებიდან ირანის გავლენების წინააღმდეგ ისრაელმა ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელა.

კომენტარები