ნუკრი ქანთარია

ქანთარია: ფაქტიურად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ბლოკირებები და პიკეტები

ფაქტიურად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს ბლოკირებები და ეს პიკეტები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ამ შემთხვევაში ძალოვანებისგან მცდელობები და ეს მცდელობები იყო, ვფიქრობ, საკმაოდ მაღალ დონეზე. შეეცდება, ბუნებრივია, სახელწიფო ხელისუფლება, რომ სესიებიც ჩატარდეს და შედეგზეც გავიდეთ. ესენი რას იზამენ, როგორ იზამენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ ამაზე. ასევე უნდა დაფიქრდნენ ის პარტიები, რომლებიც ახლა მიტმასნულ მდგომარეობაში ჩანან. უნდა იცოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა გადაყლაპავს მათ, დაიწყება მერე ერთმანეთის ჭამა-სმა. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არ არის თანაგრძნობა ამ ყველაფრის მიმართ.

ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია 18 ნოემბრის აქციის დაშლაზე საუბრობს.

კომენტარები