კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არცერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან. ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა.
tbl.ge/3unq
დაკოპირდა
საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ნუკრი ქანთარია ფეისბუქზე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუს ტვ პირველის ეთერში.
ამავე თემაზე
- ქანთარია ბოკერიას: მეტყველებას უნდა მიაწვე, შემიძლია, სავარჯიშოები შემოგთავაზოთ
- ქანთარია გირჩის "წმინდა ბიძინას ხატებზე": ღმერთს შევთხოვ ამ ბავშვებს სასჯელი არ მოუვლინოს
- ქანთარია: ფაქტიურად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ბლოკირებები და პიკეტები
- ქანთარია: თაობა მიდის, თაობა მოდის, ძირითადად, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
- ქანთარია ბოკუჩავას: ნუ ჭყივიხართ, არ გვინდა წიწინი, იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ