საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე: გოცირიძე არ არის ის, ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქეთ ვერ მიდის, როგორც ჩანს, სთხოვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება რომან გოცირიძის მიერ პლენარული სხდომის დარბაზის კარისთვის ბოქლომის დადებას და ამბობს, რომ გოცირიძე არ არის მათ შორის, "ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქით ვერ მიდის".

თალაკვაძე ვარაუდობს, რომ რომან გოცირიძეს ბოქლომის დადება თანაპარტიელებმა სთხოვეს.

"ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თანაპარტიელებმა სთხოვეს, რო მასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს, მომავალ კვირას არის პლენარული სხდომა და ის ჩატარდება ჩვეულებრივ", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს, 19 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზის კარს ბოქლომი დაადო. პარლამენტის შესაბამისმა სამსახურმა კარებს ბოქლომი რამდენიმე წუთში მოხსნა.

კომენტარები