პრეზიდენტის რეზიდენცია

პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარიატით და თანამედროვე ავეჯით მოწყობა 2 მილიონზე მეტი დაჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების (IDFI) კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის ანტიკვარიატით მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 174 783 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 1 199 558 ლარი დაიხარჯა ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე, 255 000 ლარი ანტიკვარიატის რესტავრაციაზე, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების შეძენაზე.

ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებული 59 ათას დოლარიანი მე-19 საუკუნის რუსული ჭაღია. სულ პრეზიდენტის რეზიდენციის ჭაღებზე ბიუჯეტიდან 391 112 ლარია დახარჯული.

რეზიდენციის ინტერიერის მოსაწყობად თანხები ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. როგორც IDFI-ში ამბობენ, ეს თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, ამ შემთხვევაში კი არასათანადოდაა დასაბუთებული, თუ რატომ გახდა საჭირო ფულის რეზიდენციისთვის გამოყოფა.

კომენტარები