პრეზიდენტის რეზიდენცია

ივანიშვილი პრეზიდენტზე: რამდენ ხანს შეიძლება ლოდინი? მე უფრო მძაფრად მოვითხოვ

ეგრე კონკრეტული პასუხი არ მაქვს ახლა, იმიტომ, რომ მე მგონი, ასეთი საფუძველი არ არსებობს დღეს - [პრეზიდენტის] იმპიჩენტის, მაგრამ ის, რომ მთავრობამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს თავისი გადაწყვეტილება ამ ოფისებთან [პრეზიდენტის რეზიდენციასთან] დაკავშირებით და მათ აქვთ ამისი უფლებები და ბოლომდე გამოიყენონ. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას, როდესაც ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს, არ დააზიანეს, არ გაამწვავეს და ესეთი განმარტებები გააკეთეს - არ მისცეს კანონიერი სვლა პროცედურას, ვთქვათ, და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. პირველ ეტაპზე, შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი? ვთქვათ, თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა, მე კიდევ ხმას ამოვიღებ და უფრო მძაფრად მოვითხოვ და მე მყავს ბევრი თანამოაზრე გასაუბრების დროს... კანონით, მხოლოდ კანონით. მხოლოდ კანონით და კანონიერი გაგრძელება უნდა მოხდეს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე.

კომენტარები