პროპორციული არჩევნები

კალაძე პროპორციულზე: საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ?

საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა თქვას? რამე არაკანონიერი ჩავიდინეთ? არაკონსტიტუციური გააკეთა ქართულმა ოცნებამ? კანონი დაარღვია?

რა უნდა გააკეთონ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა? მათ გამოთქვეს წუხილი, როგორც ჩვენთან გუნდში, შიგნით ადამიანებმა, ვინც მხარს უჭერდა ამ პროპორციულ სისტემას.

ეს ჩვენი შიდა პარტიული პრობლემაა, რომ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემის შემოღებას თავიდანვე. თორემ ჩვენ არც კანონი დაგვირღვევია, არც კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი პარტიული პრობლემა

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე კითხვაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო საერთაშორისო საზოგადოების გამოთქმულ კრიტიკას ეხებოდა.

კომენტარები