აქციის დაშლა

მაქარაშვილი, ბერძენიშვილი და ბასილაია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია, რომლებიც დღეს პოლიციამ აქციის დაშლის დროს დააკავა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა არ იცის, რომელ განყოფილებაში არიან გადაყვანილები ისინი. IPN-ის ინფორმაციით, დაკავებულები დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ დაკავებულების იზოლატორებში გადაყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ მათ ვინაობას. 

ცნობისთვის, თაბუკაშვილის საპატრულო პოლიციის სამმართველოდან, გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციაზე სულ 18 ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა მეტია.

კომენტარები