აქციის დაშლა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ვინც დღეს მოქალაქეების პროტესტს ვერ იგებს, პრობლემა აქვს მორალთან

მათ, ვინც დღეს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების პროტესტს და ბრაზს ვერ იგებს, სერიოზული პრობლემა აქვთ ჯერ მორალთან და შემდეგ საკუთარი ღირსების გრძნობასთან. ძნელია დაჯერება, რომ ამდენ ადამიანს არაფრად მიაჩნია საჯაროდ სიტყვის გატეხვა და თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს იმის გამო, რომ შეჰპირდნენ და შემდეგ, უტიფრად მოატყუეს. მგონია, რომ ეს პიროვნული ღირსების გრძნობის არქონა და მოხერხებული მატყუარას მიმართ ფარული სიმპათია არის დღეს ქართველების მთავარი პრობლემა.
გახსოვდეთ, მატყუარა ხალხს არ უწერია სიკეთე და განვითარება!

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე facebook-ზე.

კომენტარები