აქციის დაშლა

ვოლსკი: დღეს მედია პრინციპულად იქცა ნაციონალური მოძრაობის ქვეგანყოფილებად

უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ დღეს საზოგადოებას დიდი დოზით არასწორი ინფორმაცია მიეწოდა და დეზინფორმაციის გავრცელებაში მედიის ნაწილი დაადანაშაულა. 

მისი თქმით, ისინის "პრინციპულად იქცნენ ნაციონალური მოძრაობის ქვეგანყოფილებად"

"თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავიანთი პოლიტიკური პროფილით რომ არა მედიათავისუფელბა, რომელიც დღეს არსებობს"- ამბობს ვოლსკი. 

დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველები პარლამენტის ოთხივე შესასვლელთან განლაგდნენ და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები