გიგი უგულავა

უგულავა კალაძეზე: ივანიშვილს თვისებაა, ნეხვის კასრში ჩურჩხელასავით მოავლოს თანაგუნდელები

ივანიშვილს არნახული თვისება აქვს ერთი - ნეხვის კასრში ამოავლოს ყველა თავისი თანაგუნდელი, ჩურჩხელასავით ამოავლოს, რომ ყველა ბოლომდე გათხვრილი ჰყავდეს. კალაძის დღევანდელი განცხადება იყო ზუსტად ეს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება ქართული ოცნების გენერალური მდივნის განცხადებას. კახა კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული მოდელით ჩატარდება, პარლამენტთან მიმდინარე აქციის რეალური ორგანიზატორი კი არის "ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით".

კომენტარები