ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

დასავლური მედია: დასავლეთი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარს უჭერს

ორშაბათი, 18 ნოემბერი, 2019 - 15:09
tbl.ge/472n
დაკოპირდა
abc
AP
NY Times
France 24
NY Times
Yahoo News
Reuters

უცხოურ მედიაში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებენ. Associated Press, New York Times, Washington Post, Bloomberg, abc და სხვა გამოცემები წერენ, რომ დაპირებული საარჩევნო ცვლილებების ჩაგდების გამო თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა.

"ქართულმა ოცნებამ, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაში დომინირებს და საკანონმდებლო ორგანოსი უმრავლესობას ფლობს, კონსტიტუციური ცვლილებების პირობა დადო, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებით მომავალ წელს ადგილები პარტიის მიერ მიღებული პროცენტების მიხედვით გადანაწილდებოდა. დაპირებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ზაფხულში გამართული აქციების ჩაცხრობაში, თუმცა ქართული ოცნების ბევრმა კანონმდებელმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა."

"დემონსტრანტებმა დედაქალაქის მთავარი ქუჩა გადაკეტეს და კარვები დადგეს. ისინი პირობას დებენ, რომ პარლამენტში არავის შეუშვებენ."

Reuters-ის მიხედვით თბილისის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 20,000-მდე ადამიანი გამოვიდა. France 24-ის მიხედვით კი კვირას პარლამენტის შენობასთან 20,000-ზე მეტი ადამიანი წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ანტი-სამთავრობო აქციაზე შეიკრიბა.

"საარჩევნო კანონის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას 12 ხმა დააკლდა, რადგან მმართველი ქართული ოცნების პარლამენტარები, რომლებიც შიშობდნენ, რომ საკუთარ სკამებს დაკარგავდნენ, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს." წერს Reuters-ი.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელები ბოქლომებით ჩაკეტეს, კარვები გაშალეს და გამოფინეს პლაკატები წარწერით "ერთად ერთის წინააღმდეგ".

France 24 და Yahoo News კი წერენ, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს:

"აშშ და ევროკავშირი გამოხატავენ სოლიდარობას საქართველოში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ, რომლებიც ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც მმართველმა პარტიამ დაპირებული საარჩევნო რეფორმიდან უკან დაიხია.

ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები წერენ, რომ აცნობიერებენ საქართველოს საზოგადოების ფართო სეგმენტის უკმაყოფილებას პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო, რომელიც საჭირო იყო 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას" ნათქვამია მისიის განცხადებაში."

"კრიტიკოსები ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კრიტიკული მედიის ჩახშობაში და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის შექმნაში ადანაშაულებენ, რომელშიც მისი პირადი ინტერესები მთავრობის გადაწყვეტილებებზე დომინირებს." წერენ გამოცემები.

შეგახსენებთ, რომ სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მათი ინფორმაციით, რუსთაველზე აქციაზე 5 500-მდე ადამიანი გამოვიდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირეს და მთავრობას მისაღები გზის გადაუდებლად გამონახვისაკენ მოუწოდეს.

აქცია პარლამენტთანyahoo newsReutersBloombergFrance 24ABCNew York TimesAssociated Pressსაპროტესტო აქცია პარლამენტთანThe Washington Post

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2020 - 01:29რუსუდან გოცირიძე და გოგი ხოჭოლავა პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა
  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 20:42მელია: ბრძოლა არც კი შენელდება, ეს გამზირი შაბათს, 15:00-ზე უნდა გადაივსოს
  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 20:23შენგელია: 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომელმაც შეიწირა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი
  • პარასკევი, 3 იანვარი, 2020 - 18:58ნათელაშვილი: თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი რეპრესიებით
  • პარასკევი, 3 იანვარი, 2020 - 14:45პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 02:53

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:58

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:13

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:08

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:14

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში