ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის შესასვლელთან კარვები გაშალა - პიკეტირება გრძელდება

კვირა, 17 ნოემბერი, 2019 - 18:12
tbl.ge/46y8
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია - ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა.

შემდეგ კი პარტიის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პარლამენტის შესასვლელთან კარვები გაშალეს. მათი თქმით, ისინი აქ მთელი ღამის და ხვალინდელი დღის განმავლობაში დარჩებიან, შემდეგ კი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ.

გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოების ამოცანაა, "იმ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა, მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას".

"ამ საზოგადოებრივი წნეხის ნაწილია ეს კარვები და ის, რაც მოხდება ხვალ დღის განმავლობაში, როცა უნდა იყოს ბიურო.

მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი სიმბოლური აქტი და ის, რომ მათ მოიყვანეს ეკიპირებული ადამიანი და სწრაფად გადაჭრეს ჯაჭვი, არის მთავარი რამ, ეს არის მთავარი შეცდომა ივანიშვილის რეჟიმის. ჯაჭვის გაგლეჯას რა უნდა, მაგრამ ხალხთან დაპირისპირებაში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება. ეს არის უფრო გრძელვადიანი პროტესტი, ვიდრე ჩვენ გვსურდა, უფრო რადიკალური, ვიდრე სჭირდებოდა ამ ქვეყანას, ამისკენ უბიძგა ივანიშვილმა თავისი უტიფრობით. ხვალინდელი ამბავი გარკვეულია, შემდეგ როგორ მოვიქცევით, გვიჩვენებს ვითარება", - თქვა ბოკერიამ.

პარალელურად პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

აქციის მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია, ე.წ. "გერმანული მოდელით". პროსტესტს პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან და პარლამენტის შენობაში, ასევე კანცელარასა და ქართული ოცნების ოფისთან, დილიდან მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები.

საპროტესტო აქცია პარლამენტთანევროპული საქართველოპარლამენტის პიკეტირებაგიგა ბოკერიაკარვებიბოქლომიარჩევნები 2020.პროპორციული საარჩევნო სისტემა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2020 - 01:29რუსუდან გოცირიძე და გოგი ხოჭოლავა პოლიციამ 2000-2000 ლარით დააჯარიმა
  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 20:42მელია: ბრძოლა არც კი შენელდება, ეს გამზირი შაბათს, 15:00-ზე უნდა გადაივსოს
  • ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2020 - 20:23შენგელია: 8 ნოემბერს ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომელმაც შეიწირა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი
  • პარასკევი, 3 იანვარი, 2020 - 18:58ნათელაშვილი: თვითგამოცხადებულმა ექვთიმემ ახალი წელი მოგვილოცა ახალი რეპრესიებით
  • პარასკევი, 3 იანვარი, 2020 - 14:45პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:32

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:23

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 21:08

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
3Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
4მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
5ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕