საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ბოკერია: მნიშვნელოვანია დღეს, ხვალ, ზეგ მოქალაქეების პროტესტი, ივანიშვილი დამარცხდება

მთელი საზოგადოების ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი სამარცხვინო გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. ამ გზაზე ჩვენი ამოცანაა პროპორციული ვადამდელი არჩევნების მიღწევა ტექნიკური მთავრობით, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ვინც ამ ლეგიტიმური პროტესტის გამო დააკავეს. 

ამ ამოცანის მიღწევას ჭირდება საზოგადოების მწვავე პროტესტი და არა ერთდღიანი - ერთ დღეში ეგეთი რაღაცები არ მთავრდება. შეიძლება მეტი დროც კი დაჭირდეს, ვიდრე ჩვენ ეს გვსურს - კვირები. მაგრამ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. თუ ამას არ ვიზამთ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ იქნება, მეტ შეურაცხყოფას მოგვაყენებს ეს კაცი და მისი სამარცხვინო გუნდი. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს, ხვალ, ზეგ მოქალაქეების პროტესტი, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მათ შორის ლეგიტიმური მწვავე ფორმები პროტესტის, საბოლოო ჯამში ივანიშვილი და მისი სამარცხვინო გუნდი აუცილებლად დამარცხდება.

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების და ღირებულებების ხალხიც კი ამ კაცმა გააერთიანა ამ - თამაშის წესების საკითხში, რომ ყველა მთავრობა უნდა იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე და ვერ უნდა ბედავდეს საზოგადოების დამცირებას და გადაგდებას.

კომენტარები