რომან კაკულია

კაკულია წასულ თანაგუნდელებზე: ისინი კი არ წავიდნენ, ვერ დარჩნენ

მე არ დავარქმევდი, რომ ისინი [ყოფილი თანაგუნდელები] გუნდიდან წავიდნენ, არამედ უფრო სწორი ტერმინი არის, რომ ისინი ვერ დარჩნენ გუნდში იმის გამო, რა ტიპის ურთიერთობებიც მათ, განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჰქონდათ. ამიტომ, ეს აბსოლუტურად გასაგებია. სამწუხაროა, მაგრამ ყველა გაგებით ეკიდება ამას.

კი არ წავიდნენ, უფრო სწორედ, ვერ დარჩნენ, ჩემი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავიანთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და ალბათ, ეს არის სწორი შეფასება.

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ქართული ოცნების ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

კომენტარები