მე ვემხრობი ამ თემაზე ღია დიალოგის გახსნას იმიტომ, რომ არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში ტაბუდადებული თემები, რომლებიც ღრმა ანალიზის გარეშე მიდის რაიმე დასკვნამდე. ვემხრობი ამ თემაზე გახსნას და როდესაც ამ თემაზე შედიხარ, აქ ძალიან ბევრი ფორმატებია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოების აზრი ზუსტად გავიგოთ, ზუსტად დავსვათ შეკითხვები, რომლებიც არსებობს და მერე, თავისთავად ცხადია, არ ვიცი თქვენ რამდენად გახსოვთ, მაგრამ მე მახსოვს როდესაც ეს ქვეყანა მიისწრაფოდა კომუნიზმისკენ და ყველა იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვას. არც ასეთი მისწრაფება მინდა მე არცერთი ორგანიზაციისკენ, თუ ბოლომდე არ არის გააზრებული ის ყველა გამოწვევა და დადებითი შედეგი, რომელიც ამას მოჰყვება. მივესალმები ფორმატებს, როდესაც დაიწყება სიღრმისეული ანალიზი ჩვენი გადაწყვეტილების ამ მიმართულებით.
tbl.ge/3o1l
დაკოპირდა

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა რომან კაკულიამ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთან "პარტიოტთა ალიანსის" "სამხედრო მიუმხრობლობის" მოთხოვნაზე.
ამავე თემაზე
- კაკულია: ხშირად რუსეთის საფრთხის არ შეფასება პროდასავლელობის დამტკიცება გვგონია
- კაკულია: ივანიშვილი რუსეთთან ფრთხილია 2012-დან, ეს ამომრჩევლის მოთხოვნა იყო
- კაკულია წასულ თანაგუნდელებზე: ისინი კი არ წავიდნენ, ვერ დარჩნენ
- რომან კაკულიას კომიტეტის სახელის შეცვლა და სამინისტროებში ახალი პოსტის შემოღება სურს
- ქართული ოცნების დეპუტატი იზორიას: 2 საათია საუბრობთ და რუსეთი არ გაჟღერებულა საერთოდ