ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქარტია ხელისუფლების მხრიდან მედიაზე გახშირებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან. 

კერძდ, ქარტია საუბრობს შემთხვევებზე, როცა გუშინ, 14 ნოემბრის ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ტოქშოუს წამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი კრიტიკული კითხვების პასუხად ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანს, თეონა ბაკურიძესააც ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი:

"მოგიწოდებთ, გაემიჯნეთ ნაციონალურ მოძრაობას - მიმართა მან ბაკურიძეს.

"შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელევიზიის თანამშრომლები აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების სურვილს ხედავენ უკანასკნელ თვეებში ტელევიზიის მმართველების ცვლილებებში. ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან. .

ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება", - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო. 

კომენტარები