პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აპირებს, რომ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები უკნა დაბრუნებაში დაარწმუნოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ გაიმართება კონსულტაციები და იმეს გამოტქვამს, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება.
"ეს დეპუტატები ჩემთვის პირადად არიან, როგორც კოლეგები ასევე მეგობრები. გავაგრძელებთ საუბარს და მე ვიტოვებ დიდი იმედს, რომ ეს გახდება შესაძლებელია, დამოკიდებულია საუბარზე. ვისაუბრებთ დღეს, ხვალაც და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საუბრები. შევეცდებით დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება ჭირდება იმ საქმეს რომელიც წაადგება ქვეყანას," - ამბობს კობახიძე.
მას შემდეგ რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც ტოვებს.
დღეს, 15 ნომებერს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობა კონსერვატორების წევრებმა, ზვიად ძიძგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.
გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.
კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების ერთერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.





