რატომ, დიმიტრი ხუნდაძე იყო მარტო? ერთ-ერთი იყო, სამწუხაროდ, იმ ბევრ დეპუტატთა შორის, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა, ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი.
შეგვიძლია ამოვიღოთ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებები პროპორციულთან დაკავშირებით და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. მაშინაც კი, როცა ის დაეთანხმა და ხელი მოაწერა ამ საკანონმდებლო ცვლილებას, მაშინაც კი ის საუბრობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.