პროპორციული სისტემა

ჩუგოშვილი: პარტნიორებს ვარწმუნებდი, რომ პროპორციულს მივიღებდით, ვერ ავუხსნი რატომ არ მივიღეთ

მე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. თვეების განმავლობაში საზოგადოებას ვარწმუნებდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე მაქვს ურთიერთობა უამრავ პარტნიორთან ამ ქვეყნის, თითოეულ მათგანს ვარწმუნებდი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე უბრალოდ ვერ შევძლებ ახსნას ეს შედეგი რატომ არ დადგა და ვერ შევძლებ იმაზე საუბარს, რომ აი, მაჟორიტარები აბუნტდნენ და ა.შ.

თამარ ჩუგოშვილის კომენტარი ტელეკომპანია პირველთან მას შემდეგ, რაც მან ექვს სხვა დეპუტატთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა.

კომენტარები