პროპორციულ სისტემაზე გადასვლა

ინაშვილი პროპორციულზე: თუ ვინმე მისმენს, მოვუწოდებ უმრავლესობას, არ ჩავარდეს კანონპროექტი

თუ ვინმე მისმენს, მინდა მოვუწოდო ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, გამოვიჩინოთ გონიერება, სიმშვიდე, სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ მოხდეს დღეს ამ კანონპროექტის ჩავარდნა. კარგად უნდა ხვდებოდეთ, რა პროცესი მოჰყვება ამ კანონპროექტის ჩავარდნას. მე მაქვს ერთი კითხვა, რომელსაც ვერ მოვუძებნე პასუხი, დავიჯერო მაჟორიტარ, ბერაიას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს? როგორ ხდება, რომ წარადგინეს ინიციატივა და შიგნით არის დისკუსია, უნდა თუ არა ეს? თუ დისკუსია გინდოდათ, რატომ გამოიტანეთ პლენარულ სხდომაზე განსახილველად? თუ არა, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პოლიტიკურ მელაკუდობას და ასეთი თამაში პარლამენტთან და საზოგადოებასთან არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

ტქვა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტართა ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

კომენტარები