ირაკლი კობახიძე

კობახიძე რატიანს: დაგამთავრებ სერგო, ჩაგაბარებთ წარსულს, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები

კაკო ბობოხიძე არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. სერგო [რატიანი], ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებთ წარსულს. ეკლესიის მტრებს და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით და თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეკლესიაში... რას გიზამ იცი სერგო [რატიანი]? დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხის. ნუ იკრიჭები სერგო.

 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მიმართავს. პარლამენტი 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებებს განიხილავს.

კომენტარები