ლონდონის ჩელსი

ჩელსი ვარჯიშზე დაგვიანებისთვის ფეხბურთელებს 20 ათასი ფუნტით აჯარიმებს

ბრიტანულ პრესაში გაჟონა ლონდონის ჩელსის ფულადი ჯარიმების რაოდენობამ 2019-20 წლების სეზონისთვის.

როგორც ირკვევა, კლუბი ფეხბურთელებს 20 ათასი ფუნტით აჯარიმებს ვარჯიშზე დაგვიანებისთვის. თუ ფეხბურთელი კლუბს ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე არ აცნობებს ავადმყოფობის შესახებ, 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდება.

თამაშის დღეზე ან გუნდის გასვლისას დაგვიანებისას, ფეხბურთელები 2 500 ფუნტით ჯარიმდებიან.

თუ წესების დამრღვევი ჯარიმას 14 დღეში არ გადაიხდის, ფულადი რაოდენობა გაორმაგდება.

სხვა საკითხია, რამდენად მძიმეა ასეთი ჯარიმები გუნდში, სადაც საშუალო ხელფასი კვირაში 84 ათასი ფუნტია.

სანქციების სია 27 აგვისტოთი თარიღდება და მას ხელს მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი აწერს.

12 თამაშის შემდეგ ჩელსი პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა. ზაფხულში დანიშნულმა ფრენკ ლამპარდმა სატრანსფერო აკრძალვის გამო ახალი ფეხბურთელების ყიდვა ვერ შეძლო. აკრძალვა გრძელდება ზამრთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც, თუმცა კლუბი ამის გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები