ლონდონის ჩელსი

დიეგო კოშტა უკვე ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია

ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობამ დიეგო კოშტას ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოაგვარა და, შესაბამისად, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი თავდამსხმელი ჟოზე მოურინიოს გუნდს შეუერთდა.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 32 მილიონი ფუნტია.

"საფეხბურთო კლუბი ჩელსი ადასტურებს, რომ ატლეტიკო მადრიდთან დიეგო კოშტას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია", - ნათქვამია ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბრაზილიაში დაბადებულმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ატლეტიკოს მაისურით 35 გოლი გაიტანა, ამასთან ესპანეთის ჩემპიონი გახდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩელსი ფრენ ლემპარდმა და ეშლი კოულმა დატოვეს. კლუბში მოვიდა ლონდონის არსენალისა და ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, ახლახან კი გაირკვა, რომ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა 41 წლის მარკ შვარცერმა, ვინც პეტრ ჩეხის შემცვლელად განიხილება.

კომენტარები