სირია

ასადი: 2021 წლის არჩევნებში იმდენი კანდიდატი იქნება, რამდენიც სურთ

ბაშარ ალ-ასადი
Reuters

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ყველა მსურველისათვის კარი ღია იქნება.

ასადმა ეს კომენტარი რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სატელევიზო არხ RT-ზე გააკეთა.

"უკანასკნელ არჩევნებში სამი კანდიდატი გვყავდა. ამჯერად, რა თქმა უნდა, იმდენი გვეყოლება, რამდენის წამოყენებაც ენდომებათ. უამრავი კანდიდატი გვეყოლება." თქვა ასადმა.

საპრეზიდენტო არჩევნები სირიაში 2014 წელს გაიმართა და ასადმა 88.7%-მიიღო, თუმცა ოპონენტებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მას ფარსი უწოდა.

2011 წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო ქვეყნიდან გაქცეულმა ასობით ათასმა ადამიანმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.

მაშინ კანდიდატურა 24-მა პირმა წამოაყენა, თუმცა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობებს მხოლოდ სამი მათგანი აკმაყოფილებდა, მათ შორის თავად ასადი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასადის ოჯახის წევრების გარდა სხვა პირებმაც შეძლეს არჩევნებში კანდიდატური წამოყენება.

არჩევნებს დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ. საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მოუხედავად მიმდინარე სამოქალაქო ომისა და არეულობისა მოსახლეობის 73%-მა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

სამოქალაქო ომის პირობებში ასადის რეჟიმის მიერ არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირში, სპართის ყურის თანამშრომლობის საბჭოში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიეს და ასად გამარჯვება მიულოცეს მხოლოდ რუსეთმა, რუსეთის პატრიარქმა, ავღანეთმა, ალჟირმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ბრუნეიმ, კუბამ, გაიანამ, ირანმა, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ, ვენესუელამ, სომალიმ, სამხრეთ აფრიკამ, პალესტინამ და ჰეზბოლამ.

ამავდროულად, ჟენევაში გაეროს ეგიდით და რუსეთის მხარდაჭერით სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის შეხვედრები დაიწყო. შეხვედრის მიზანს სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენს.

ამ დრომდე ჟენევაში მსგავსი მოლაპარაკებების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, რადგან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმი მონაწილეობაზე უარს ამბობდა. ამჯერად მოლაპარაკებებს რუსეთი აქტიურად უჭერს მხარს და მის ორგანიზებაშიც მონაწილეობს.

კომენტარები