ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ძაღლების თავშესაფარი

სერბეთში კაცმა 4 მიტოვებული ლეკვი იპოვა და თავშესაფარი გახსნა - ის ახლა 750 ძაღლს უვლის

კვირა, 10 ნოემბერი, 2019 - 15:57
tbl.ge/462t
დაკოპირდა

სერბეთის ქალაქ ნისში, 2008 წელს, როცა საშა პესიკი ცხოველთა თავშესაფარს ხსნიდა, ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ამდენი ძაღლის მხსნელი და პატრონი გახდებოდა. საშა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა როცა გზად ოთხი მიტოვებული ლეკვი იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა, კაცმა გადაწყვიტა ამ და სხვა მიტოვებულ ძაღლებზე ეზრუნა. პესიკმა 6 მოხალისესთან ერთად თავშესაფარი გახსნა. 

საშა პესიკი ერთერთი ყველაზე ცნობილი ცხოველთა უფლებათა დამცველი გახდა სერბეთში.

ამჟამად თავშესაფარში 750 ძაღლი ცხოვრობს. საშამ 1200-მდე ცხოველი გადაარჩინა და 400 მათგანს მზრუნველი პატრონიც უპოვა. 

ის გმირობის მაგალითია, თუმცა როგორც ყველა სუპერგმირს მასაც ჰყავს მტრები და ეს ამჯერად იმ მიწის მესაკუთრე აღმოჩნდა, რომელზეც თავშესაფარია გაშენებული. მეპატრონე მათ წასვლას მოითხოვს. ამის გამო ათასობით ადამიანმა პეტიციას მოაწერა ხელი და მიუხედავად იმისა, რომ საქმე ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის, სახელმწიფო მზად არის პესიკს დაეხმაროს. 

პესიკი მადლობელია, რომ მის ძაღლებს ჯერ კიდევ აქვთ სახლი. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარი გადავსებულია, ალტერნატივის არქონის გამო საშა ცხოველებთან ერთად ტერიტორიაზე რჩება. 

 

სერბეთიძაღლებიცხოველთა თავშესაფარიცხოველებიძაღლების თავშესაფარი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2015 - 09:50ადიდებულმა ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა
  • ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2014 - 20:11მოსახლეობა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის გადატანას ითხოვს
  • ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2014 - 14:18ბუხრაშვილი: ძაღლების თავშესაფრის დახურვის საკითხი არც განხილულა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ცეცხლსასროლი იარაღით 4 პირი დაჭრა, აქედან 1 საავადმყოფოში დაიღუპა - დაკავებულია 1 პირი
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 00:57

ცეცხლსასროლი იარაღით 4 პირი დაჭრა, აქედან 1 საავადმყოფოში დაიღუპა - დაკავებულია 1 პირი

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 00:29

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 22:40

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად, 3 პირი დაჭრეს
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 22:31

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად, 3 პირი დაჭრეს

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 21:28

14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე პირს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყველაზე კითხვადი

WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
1WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
321 ივლისის დილამდე თბილისში და შემოგარენში მოსალოდნელია წვიმა - სააგენტოს გაფრთხილება
4Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
5უკრაინამ მოსკოვის ოლქზე ასეულობით დრონით იერიში მიიტანა და ნავთობსაცავს დაარტყა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕