ძაღლების თავშესაფარი

ადიდებულმა ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა

Tamaz Elizbarashvili dog shelter

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 12 ძაღლი დაიღუპა.

თავშესაფრის თანამშრომლის ცნობით, მოვარდნილმა წყალმა თავშესაფრის პირველი სართული მთლიანად გაანადგურა, სადაც ავადმყოფი ძაღლები იმყოფებოდნენ. ცხოველების უსაფრთხო ადგილიდან გაყვანა ამ ტერიტორიიდანაც მოახერხეს.

"ყველაფერი წამებში მოხდა. თავშესაფარში მყოფი ძაღლების ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, დანარჩენი - ისევ თავშესაფრის ტერიტორიაზეა. რაც მოვახერხეთ და მოვასწარით ბიჭებმა, სულ ეს იყო", - ამბობს დავით მენთეშაშვილი ნეტგაზეთის ცნობით.

გვიან ღამით თავშესაფრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამაშველო სამუშაოები, რომელშიც საპატრულო პოლიცის ორი ეკიპაჟი იყო ჩართული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებიც.

კომენტარები