And Then We Danced

საპატრულოს უფროსი: თბილისის ყველა კინოთეატრში კინოჩვენება მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის თბილისის ყველა კინოთეატრში, ფილმის And Then We Danced კინოჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ამ ეტაპისთვის თბილისში არსებულ ყველა კინოთეატრში დაწყებულია სეანსი. კინოჩვენება მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. პოლიცია კვლავ რჩება ყველა კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ასევე გავაგრძელებთ მეორე სეანსზეც და დარღვევებზე ვიმოქმედებთ ადეკვატურად. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას", - განაცხადა სირაძემ.

ძალადობრივი აქციის მონაწილეები კინოთეატრებთან პლაკატებით დგანან, 9 ნოემბრის აქციებისგან განსხვავებით დღეს ისინი პოლიციასთან შეტაკებებს აღარ მიმართავენ.

კომენტარები