თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

მიმდინარეობს ტაბულას ჟურნალისტზე მოძალადე პირის დაკავების ღონისძიებები

On.ge

როგორც ტაბულას ძველი თბილისის მესამე განყოფილებაში უთხრეს, ტაბულას ჟურნალისტზე, ცისია კირვალიძეზე მოძალადე და ჟურნალისტის პროფესიონალურ საქმიანობაში ხელი შემშლელი პირის დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.

ძალადობრივი აქციის მონაწილის მხრიდან, ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს. 

ტაბულას კითხვას, რატომ არ დაიწყო გამოძიება ძალადობის, შეურაცხყოფისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით, შსს-ში უპასუხეს, რომ "ამით დაიწყო და შემდეგ რაც გამოიკვეთება". 

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

კომენტარები