თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტზე

ბესელია: უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამაინი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე

ანრი ოხანაშვილმა პროვოცირება მოახდინა, რომ ეს ძალადობა ამ დარბაზში მომხდარიყო და პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მის თვალწინ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ამაზე რეაქცია მას არ ჰქონდა.

ამაზე უარესი რა შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. მე ვუთხარი, რომ არ ჩავატარებინებდი ამ სხდომას, ვიდრე არ მოხდებოდა ამაზე რეაგირება. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამაინი, ვინც დავალება მისცა და იძალადა ჟურნალისტებზე.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია საკომიტეტო დარბაზიდან ჟურნალისტების ძალით გაყვანაზე. პარლამენტის მანდატურმა ტაბულას ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

კომენტარები