ხვალ 4 საათიდან დავიწყებთ შეკრებას. მე ცოტა უფრო გვიან მოვალ, იმიტომ კი არა რომ მეზარება. იმიტომ რომ როცა მოვდივარ იწყება ერთი ვაი უშველებელი ჟურნალისტებთან. ამიტომ მე უფრო 5-ისკენ მოვალ ალბათ და ჩვენ რაღაც დროს ისევ ვიქნებით ერთად და მერე მე ისევ გავაკეთებ განცხადებას და ჩვენ გადმოვალთ ისევ აქეთ ამირანთან. ისევ ვეცდებით შესვლას ამ კინოთეატრში და კინოსეანსის ჩაშლას. თუ პოლიცია ისევ იძალადებს, კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცელს ჩაწერს თავის ისტორიაში და ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო დაშორდება ქართველი ხალხის ღირსებას და ქართველი ხალხის სურვილებს.
tbl.ge/45ye
დაკოპირდა

8 ნოემბერს თბილისის კინოთეატრებთან სიძულვის ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. ძალადობრივი ჯგუფები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. მათი მცდელობის მიუხედავად, ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დაააკავა. დაკავებულთა შორისაა, აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.
ამავე თემაზე
- "და ჩვენ ვიცეკვეთ" გამოცემა THE GUARDIAN-მა წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა
- გამოცემამ Vogue ფილმზე And Then We Danced და საქართველოში LGBTQ თემის პრობლემებზე ისაუბრა
- ფილმმა And Then We Danced შვედეთის მთავარ კინოდაჯილდოებაზე გაიმარჯვა
- ფილმმა And Then We Danced გასულ კვირას კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო
- სააკაშვილი მოძალადე ჯგუფებზე: მოდი, ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცებს აქვთ თავის შეხედულება