მეგობრები ვართ ჩემთან სახლში შეკრებილები, ჩემი დებიც აქ არიან:)))
მშობლები რიგრიგობით გვირეკავენ - სახლში ხართო, რუსთაველზე ხომ არ ხართო, ზოგიერთის დედას უბრალოდ ერიდება პირდაპირ კითხვა და გვეკითხება, როგორი დღე გვქონდა და რას ვაკეთებდით, შესაბამისად, იგებენ ვართ თუ არა სახლში, კიდევ ხომ არ ემუქრება მათ შვილებს თვალების დათხრა.
არა, დღეს არ გაისვრიან არაფერს. არც აქციას დაშლიან ისე, როგორც დაშალეს. ეს აქცია ხომ რეალურ, საღ აზრს არ ემსახურება