კინო ამირანთან სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. TBilisi Pride-ს წარმომადგენლის გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სუბელიანს ქვა ესროლეს. სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულს ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს.
ჯერჯერობით, შსს-მ კინო ამირანთან სამი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. ტაბულას უწყებაში განუცხადეს, რომ ანი სუბელიანის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.
ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა ძალადობრივი ჯგუფები კინოთეატრ ამირანთან ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. ისინი პოლიციის კორდონს აწვებიან და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.
ადგილზე იმყოფება სპეცრაზმი.