And Then We Danced

ძალადობრივი ჯგუფების მონაწილეებმა დავით ბერძენიშვილს დაარტყეს

ტვ პირველი

რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ბერძენიშვილის, კინოთეატრ ამირანთან მყოფმა ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეებმა დაარტყეს.

თავდაპირველად, დავით ბერძენიშვილი მიდიებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფების მონაწილეები მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინტერვიუს შემდეგ, გასვლისას, დავით ბერძენიშვილს რამდენიმე მონაწილე გაყვა და დაარტყეს. ამის შემდეგ, მათ შორის სამართალდამცველები ჩადგნენ.

უკვე რამდენიმე საათია, ლევან ვასაძის და სანდრო ბრეგაძის ლიდერობით ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანში შეჭრას ცდილობენ. ისინი ფილმის And Then We Danced-ის პრემიერას აპროტესტებენ. ფილმი გეი წყვილის შესახებაა. 

შეკრებულები მოქალაქეებს, ვისაც ფილმის ნახვა სურთ, კინოთეატრში შესვლის საშუალება არ ეძლევათ, ვინაიდან მათ ხელს სწორედ ჰომოფობთა აგრესიული ჯგუფები უშლიან. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გამოჩნდა სპეცრაზმიც. 

ძალადობრივი ჯგუფებ ფილმის პრმიერის ჩაშლას რამდენიმე დღეა, აანონსებენ.

კომენტარები