ჰოლივუდის ვარსკვლავებს ყოველთვის შეეძლოთ ადამიანების შთაგონება. ისინი მონაწილეობას იღებენ მნიშვნელოვან კამპანიაებში, თავიანთ გამოსვლებში ხშირად ცდილობენ მოუწოდონ საზოგადოებას, იყოს ტოლერანტული და განსხვავებული ადამიანები მიიღოს. გადავწყვიტეთ გაგაცნოთ, რამდენიმე ვარსკვლავი, რომელიც LGBTQ+ თემის უფლებებს იცავს.
მაილი საირუსი
მაილი საირუსმა 2015 წლის გაზაფხულზე არაკომერციული ორგანიზაცია დააარსა, რომლის მიზანი უსახლ-კარო LGBTQ ახალგაზრდების დახმარება და მხარდაჭერაა. ასევე მომღერალი თანამშრომლობდა ინსტაგრამის კამპანიასთნ #InstaPride, რომლის დახმარებითად უამრავმა LGBTQ ადამიანმა შეძლო საკუთარი ისტორიის სახალხოდ მოყოლა.
ელენ პეიჯი
2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაზე, ელენ პეიჯმა თქვა, რომ LGBTQ თემს მიეკუთვნება. მსახიობი აქტიურად იცავს ამ ზსაზოგადოების უფლებებს და LGBTQ თემატიკის სხვადასხვა პროექტებზე, სერიალებსა და ფილმებზე მუშაობს.
ენ ჰეთეუეი
მსახიობი ენ ჰეთეუეი ყოველთვის ღიად იცავს LGBTQ+ თემის უფლებებს. მისი ძმა LGBTQ+ ადამიანია, რომელსაც ჰეთევეი ყოველთვის გვერდში უდგას და რომლითაც ის ამაყობს. მსახიობმა და მისმა ქმარმა, თავიანთი საქორწინო ფოტოების გაყიდვის შემდეგ, მთელი შეგროვებული თანხა გეი ქორწინების დაშვებისათვის მებრძოლ ადვოკატებს გადაურიცხეს.
ბრედ პიტი
ბრედ პიტმა 2012 წელს გეი ქორწინებისთვის მებრძოლ ადვოკატთა ჯგუფებს 100 000 დოლარი ჩაურიცხა. მსახიობმა მეილიც დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ ყველა ადამიანის სიყვარულის, ბედნიერების და თავისუფლების უფლება ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციითაა დაცული და გაურკვეველი წარმომავავლობის, თუმცა ძლიერი დაჯგუფებები ტყულისა და ძალადობის გზით არ უნდა ჩაგრავდნენ LGBTQ+ ადამიანებს.
ლედი გაგა
პოპ ვარსკვლავმა ბულინგის საწინააღმდეგო ორგანიზაცია 2012 წელს ჩამოაყალიბა და მას "Born This Way Foundation" უწოდა. მომღერალმა ამავე სახელწოდების სიმღერაც გამოუშვა, რომლითაც გაგამ ყველა ადამიანის თანასწორობას ხაზი გაუსვა.
კურტ კობეინი
გრანჟის ვარსკვლავი ასევე LGBTQ+ საზოგადოების უფლებათა აქტიური დამცველი იყო. მან რამდენიმე კონცერტი და სიმღერა სწორედ ამ საზოგადოების თავისუფლების დაცვას მიუძღვნა და ყოველთვის აღნიშნავდა ადამიანების ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის მნიშვნელობას.
დენიელ რედკლიფი
2011 წელს რედკლიფმა საპატიო ჯილდო მიიღო, LGBTQ+ თემის უფლებების დაცვისთვის და LGBTQ+ თინეიჯერების შთაგონებისთვისა და მხარდაჭერისთვის.
მერილ სტრიპი
ლეგენდარული მსახიობი ასევე აქტიურადაა ჩართული LGBTQ+ საზოგადოების უფლებების დაცვაში. 2017 წელს მას საპატიო ჯილდო, ნიუ-იორკში, ადამიანების უფლებათა დაცვის კამპანიის ფარგლებში გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ეს LGBTQ+ დამცველთა შემოკლებული სიაა და დღეს, ჰოლივუდი აქტიურადაა დაკავებული ადამიანების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვით.