ვარსკვლავები

რამდენიმე სისულელე, რომელიც ვარსკვლავებს უთქვამთ

ტაბულა

ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უთქვამს რამე სისულელე. ვარსკვლავები გამონაკლისები არ არიან და რადგან, ფანების ყურებსა და თვალებს ვერაფერს გამოაპარებენ, მათი შეცდომების დავიწყება ბევრად უფრო რთულია 

ბრიტნი სპირსი

"არასდროს მინდოდა იაპონიაში წასვლა. უბრალოდ იმიტომ, რომ თევზი არ მიყვარს. და ზუსტად ვიცი, ის ძალიან პოპულარული კერძია იქ, აფრიკაში."



ფოტო: USA Today

ქანიე ვესტი

"სიმართლე რომ ვთქვა, ფიქრი არ მიყვარს. მგონია, რომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე ფიქრი მიყვარს. არადა საერთოდ არ მიყვარს ფიქრი. საერთოდ. "

პერიზ ჰილტონი

"არა, არა, ინგლისში არ ვყოფილვარ, ლონდონში ვიყავი!"

ქრისტინა აგილერა

"ჰოდა, სად ჩატარდება შემდეგი კანის ფესტივალი?"



ფოტო: shokedby

ჯესიკა სიმფსონი

"ეს თევზია თუ ქათამი? ანუ, ვიცი, რომ თინუსია, მაგრამ "ზღვის ქათამსაც" უწოდებენ ხოლმე..."

ჯასტინ ბიბერი

(როდესაც ჰკითხეს, თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას, სრულწლოვანი რომ გახდებოდა) "პარტიებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ კორეაში რაცაა ეგ ცუდია!"



ფოტო: youtube

არნოლდ შვარცენეგერი

(როდესაც ჰკითხეს  გეი ქორწინების მომხრეა თუ - არა) არა, ვფიქრობ, რომ გეი ქორწინება ისაა, რაც მხოლოდ ქალსა და კაცს შორის უნდა იყოს!"

კიმ კარდაშიანი

მის და კრის ჰამფრის 72 დღიან ქორწინებაზე: "დღეს გოგონას ველაპარაკე, რომელსაც კიბო აქვს. მან თქვა, რომ ამ გამოცდილებამ აჩვენა ვინაა მისი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. ის 18 წლისაა. ჰოდა მეც ზუსტად ასე ვგძნობდი თავს"

დენ ქუეილი

"დროა,ადამიანები მზის სისტემაში შევიდნენ!"



ფოტო: boredpanda

კამერონ დიასი

"ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც გრავიტაციის არსებობა შევამჩნიე!"

სილვესტერ სტალონე

"ბედნიერი ხელოვანი, მხოლოდ მკვდარი ხელოვანია, რადგან მხოლოდ მაშინ აღარ ცვლი რაღაცებს. ვფიქრობ, რომ როცა გარდავიცვლები, ფუნჯად გარდავისახები"

წყარო

კომენტარები