რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში სემინარზე არ დაუშვეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ავსტრიაში სემინარზე არ დაუშვეს. საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით, ამის მიზეზად "უსაფრთოხების საკითხები" დასახელდა. 

"სემინარის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 6 ნოემბერს, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების საკითხების გამო სემინარში 'რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში' მინისტრის მონაწილეობა შეუძლებელია," - ვკითხულობთ განცხადებაში.

სემინარი, რომელშიც მედოევს უნდა მიეღო მონაწილეობა, ქალაქ რაიხენაუში 7-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

სემინარზე უნდა განეხილათ ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის მდგომარეობა. თავად მედოევს დაგეგმილი ქონდა მოხსენება სახელწოდებით "სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამდროვე რეალობები".

ღონისძიების ორგანიზატორი ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემია, ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო იყო.

კომენტარები