ვულკანის ამოფრქვევა

ტონგას არქიპელაგზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული წარმოიქმნა

GeoNet

ტონგას არქიპელაგზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მცირე ზომის კუნძული ჩაიძირა და ახალი კუნძული წარმოიქმნა, რომელიც ზომით სამჯერ დიდია.

კუნძული სიგრძეში 400 მეტრი, სიგანეში კი 100 მეტრია და ჩაძირული კუნძულიდან 120 მეტრის დაშორებით წარმოიქმნა.

წყალქვეშა ვულკანი გასულ თვეს 18 დღის განმავლობაში იფრქვეოდა.

რეგიონში სეისმური და ვულკანური აქტივობა მაღალია. მსოფლიოს მიწისძვრების 90% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.

2014 წელს ტონგას არქიპელაგზე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე უკვე არის მცენარეების საფარი და ჩიტები ბინადრობენ.

კომენტარები