ვითარება საპატრიარქოში

დეკანოზი შალვა: თუ პატრიარქი მამათმავალია, ჩვენ ვინ ვართ, სასულიერო პირები?!

პატრიარქის მამათმავლობა უნდა განიხილოს სინოდმა?! რა უნდა განიხილო, რომ პატრიარქი ჩვენი ერის სახე... ამაზე უნდა იმსჯელონ სინოდზე?! არის თუ არა მამათმავალი?! ეს იცით რა გამოდის, ყველა ვინც კი საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურია ყველა პატრიარქის ნაკურთხია, ჩვენ ვინ გამოვდივართ? თუ პატრიარქი ესეთია [მამათმავალია], ესე იგი ჩვენ ვინ ვართ სასულიერო პირები? ამ ადამიანის ნაკურთხი ადამიანი შეიძლება, რომ ნაკურთხ ადამიანად ჩაითვალოს?! ჯერ ერთი თუ ასეთი იყო და გადაყენება გინდოდა, მაშინ შეიძლება მიგეჩქმალა ეს ყველაფერი?! თუ პატრიარქი გადადგებოდა თავისით, მაშინ შეიძლება არ გვესაუბრა ამ თემაზე?! 

დეკანოზი შალვა კეკელია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე "პალიტრას" ეთერში საუბრობს.

კომენტარები