სერიალის Stranger Things კადრს მიღმა მომხდარი სასაცილო მომენტების ვიდეოები გამოვიდა

ტაბულა

სერიალი Stranger Things, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, ქალაქ ჰოუკინსში განვითარებული უცნაური და პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენილი ახალგაზრდების ამბავს გვიყვება. 

2016 წლიდან 2019 წლამდე Stranger Things-ის გმირებმა მსოფლიოს თავი შეაყვარეს. ბოლო სეზონში პატარები, უკვე თინეიჯერები იყვნენ და გარდატეხის ასაკის პრობლემებიც მაყურებლებთან ერთად გამოიარეს. 

სანამ ფანები სერიალის მეოთხე სეზონის გამოსვლას ელოდებიან, Netflix-მა გადაწყვიტა, ეჩვენებინა რამდენად სახალისო პროცესი იყო ამ შოუზე მუშაობა და ინტერნეტში სამივე სეზონის კადრს მიღმა მომხდარი სასაცილო მომენტების ვიდეოები გამოაქვეყნა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=35&v=9JtvfL1mvm0]
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=-6OFqkemd4c]

 

კომენტარები