ინგლისური ენა

ინგლისურის ცოდნის დონით საქართველო ევროპაში ბოლოდან მესამეა

საერთაშორისო ორგანიზაცია Education First (EF) ინგლისური ენის ცოდნის ინდექსს აქვეყნებს. 100 გამოკვლეული ქვეყნიდან საქართველო 56-ე ადგილზეა.

2019 წლის კვლევაში მოხვდა ევროპის ქვეყნების დიდი უმრავლესობა. ამათგან, საქართველო ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს, უსწრებს რა თურქეთსა და აზერბაიჯანს.

კვლევაში ქვეყნები ინგლისურის ცოდნის დონის ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი - ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, დაბალი და ძალიან დაბალი. აქედან, საქართველო ბოლოდან მეორე კატეგორიაში ხვდება.

ინდექსში საქართველოს 50.62 ქულა აქვს, რაც წინა წლის კვლევასთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია. შარშან საქართველოს ანალოგიურ ინდექსში 52.28 ქულა მიანიჭეს.

პირველ ადგილზე კვლევაში ნიდერლანდებია 70.27 ქულით, რომელსაც შვედეთი, ნორვეგია, დანია და სინგაპური მოსდევს.

კომენტარები