ჯეისონ მომოა

ჯეისონ მომოამ დათვს ორცხობილა საკუთარი პირიდან აჭამა (ვიდეო)

ჯეისონ მომოა Apple TV+-ის ახალ სერიალში  See მთავარ როლს ასრულებს. მსახიობი, ერთ-ერთ ეპიზოდში გიგანტურ დათვს შეერკინება. სცენის გადაღებისთვის მომოა თავდაუზოგავად ემზადება, სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა დათვთან უფრო ახლო კავშირი დაემყარებინა. 

"ამ ყველაფერს ხელოვნებისთვის ვაკეთებთ! უყურეთ Apple TV+-ის. დათვი შენს სუნს უნდა იცნობდეს. აი ამიტომაც ეს კოცნა ამ დიდ ბიჭს ეკუთვნის." დააწერა თავის ინსტაგრამზე ვიდეოს მომოამ. 

სერიალში  See მოვლენები შორეულ მომავალში განვითარდება, იმის შემდეგ რაც კაცობრიობას საშინელი ვირუსი გაანადგურებს.  ყველა გადარჩენილი მხედველობას კარგავს. ვირუსის შემდეგ ბევრი საუკუნეა გასული და ჯეისონ მომოას პერსონაჟი ტყუპების მამაა. ბავშვები სასწაულებრივად ხედვის უნარით დაიბადებიან, ამის გამო კი ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი დედოფალი მათ მოკვლას ცდილობს. 

 

კომენტარები